კობახიძის მთავრობაში საკადრო წმენდა გრძელდება - ვინ გაუშვეს თანამდებობებიდან?

11.02.24 11:28
კობახიძის მთავრობაში საკადრო წმენდა გრძელდება - ვინ გაუშვეს თანამდებობებიდან?

კობახიძის მთავრობაში საკადრო წმენდა გრძელდება. თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან ლელა ჩიქოვანი გაუშვეს. ახლადდანიშნულმა ირაკლი ჩიქოვანმა სამინისტროში საკუთარი კადრები მიიყვანა.

ლელა ჩიქოვანი საეჭვო გამდიდრების ფაქტების შესახებ "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტები ჯერ კიევ რამენიმე კვირის წინ ყვებოდნენ.  ჩიქოვანის შვილი სამინისტრომ სპეცმისიით ჯერ ამერიკაში გაუშვა, ცხოვრება დაუფინანსა, შემეგ კი მის სახელზე ორსართულია სახლი ქალაქ ბალტიმორში გადაფორმდა.

საკადრო წმენდაა ეკონომიკის სამინისტროშიც. პოსტი ლევან დავითაშვილმა შეინარჩუნა, თუმცა მისი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა. მიქაუტაძე ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრად ითვლება, რომელიც ასევე მისი ნათელმირონია. 

ასევე შაბათის ეთერმა დაადგინა, როგორ გამდიდრდა მიქაუტაძე თანამებობაზე ყოფნისას და როგორ გადასცეს მას სამეგრელოშ უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ჩალის ფასად.

 

მსგავსი სიახლეები