"საქართველოს პრემიერ-მინისტრად დასავლეთის კრიტიკოსი დაინიშნა" - Politico" კობახიძეზე

11.02.24 12:11
"საქართველოს პრემიერ-მინისტრად დასავლეთის კრიტიკოსი დაინიშნა" - Politico" კობახიძეზე

"საქართველოს პრემიერ-მინისტრად დასავლეთის კრიტიკოსი დაინიშნა" - ამ სათაურით სტატიას "პოლიტიკო" აქვეყნებს. მაღალი სანდოობით ცნობილი გამოცემა ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას აფასებს. გავლიენიანი გამოცემა საქართველოს ახალ პრემიერს ახლო წარსულს ახსენებს. დასავლეთს კარგად ახსოვს, როგორ ადანაშაულებდა კობახიძე ევროპარლამენტარებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში, როგორ ამბობდა, თითქოს დასავლეთი სტატუსის სანაცვლოდ საქართველოსგან კომპრომისებს ითხოვდა. ამავე სტატიაში განხილულია კობახიძის სურვილი, ქვეყანას რუსული კანონი მიეღო. 

"პოლიტიკოს" არ გამორჩენია კიდევ ერთი დეტალი: მილიარდერი ოლიგარქის პოლიტიკაში დაბრუნებიდან ზუსტად ორ თვეში თბილისში მთავრობა შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები