უფუნქციო და კონკურსების გარეშე შერჩეული საჯარო მოხელეები - შიდა აუდიტმა გორის მერიის აიპებში დარღვევები აღმოაჩინა

11.02.24 12:30
უფუნქციო და კონკურსების გარეშე შერჩეული საჯარო მოხელეები - შიდა აუდიტმა გორის მერიის აიპებში დარღვევები აღმოაჩინა

კონკურსების გარეშე შერჩეული საჯარო მოხელეები და ფუნქცია-მოვალეობების გარეშე დარჩენილი თანამშრომლები - გორის მერიის შიდა აუდიტმა აიპებში დარღვევები აღმოაჩინა. 

ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტებში, ხშრი შემთხვევაში, კადრებს ისე ასაქმებენ, რომ მათი კვალიფიკაციით შერჩევით ეტაპზე არავინ ინტერესდება. პრობლემად სახელდება საჯარო სამსახურებში სტრატეგიული გეგმის არ არსებობაც.

აუდიტმა რეკომენდაიები გასცა, თუმცა ოპოზიციას არ აქვს იმედი, რომ აღნიშნულზე ვინმე იმუშავებს. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ სადავო შტატები "ოცნებას" პარტაქტივით აქვს დაკომპლექტებული და ხელფასებს მოქალაქეების ჯიბიდან უხდიან. 

გორის მუნიციპალური აიპები ძირითადად გაავსებულია "ქართული ოცნების" აქტივისტებით, როლებიც მთელი თვის განმავლობაში არ დადიან სამსახურში და პენსიასავით იღებენ ხელფასს გორის ბიუჯეტიდან. ერთ-ერთი მათგანი არის გორი-კასპის მაჟორიტარის ცოლი, გიორგი სოსიაშვილის მეუღლე, რომელიც ორ სამსახურში მუსაობს ერთდროულად, გაფორმებულია მკვდარ სულად. ასევე, კანონდარღევაა მისი ორ ერთნაირ თანამდებობაზე მუშაობა და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს, - ამბობს ენმ-ს წევრი ანი ბალიაშვილი. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ირწმუნება, რომ აუდიტის მიერ გაცემული გარკვეული რეკომენდაცები აუცილებლად შესრულდება. 

შიდა აუდიტის ანგარიში შეფასდა დადებითად. არის რეკომენდაციები, რომელიც სავალებულოა შესასრულებლად, ამის საფუძველს გვაძლევს შესაბამისი კანონი და რა თქმა უნდა, ის სრულდება კიდეც. და არის რეკომენდაციები, რომელსაც რეკომენდაციის სახით იღებენ შესაბამისი აიპები, - ამბობს დავით რაზმაძე. 

 

მსგავსი სიახლეები