წმენდა კობახიძის მთავრობაში - ოპოზიცია სავარაუდო კორფუციაზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას ითხოვს
წმენდა კობახიძის მთავრობაში - ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ თავდაცვის უწყებიდან კადრების გაშვება მათ სავარაუდო კორუფციას უკავშირდება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ღრაიბაშვილი და მისი გარემოცვა არა მხოლოდ თანამებობიდან უნდა გაეშვათ, არამედ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე გამოძიებაც უნდა დაწყებულიყო.
განსაკუთრებით ყურადღებას მივაქცევდი პირველ მოადგილეს, რომელმაც თავი გაითქვა იმით, რომ სასწაულად გამდიდრდა, არაადეკვატურად იმ თანამებობით, რომელიც მას საჯარო სამსახურშ ჰქონდა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კორუფციის საკითხები იყო ის, რის გამოც მოხდა ღარიბაშვილის შეცვლა და ამავდროულად სხვა პირების, მაგრამ ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, კითხვა არის, თუ კორუფციასთან ჰქონდა საქმე, მაშინ სად მიდის ეს ხალხი და რატომ მხოლოდ თანამდებობიდან? ამას სჭირდება შესაბამისი გამოძიება, მაგრამ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს "ქართულ ოცნებაში", - ამბობს თეონა აქუბარდია.
კობახიძის მთავრობაში საკადრო წმენდა გრძელდება. თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან ლელა ჩიქოვანი გაუშვეს. პოსტიდან გაათავისუფლეს მინისტრის კიდევ ერთი მოაგილე გიორგი ბუბუნაურიც.
ლელა ჩიქოვანი საეჭვო გამდიდრების ფაქტების შესახებ "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტები ჯერ კიევ რამენიმე კვირის წინ ყვებოდნენ. ჩიქოვანის შვილი სამინისტრომ სპეცმისიით ჯერ ამერიკაში გაუშვა, ცხოვრება დაუფინანსა, შემეგ კი მის სახელზე ორსართულია სახლი ქალაქ ბალტიმორში გადაფორმდა.
საკადრო წმენდაა ეკონომიკის სამინისტროშიც. პოსტი ლევან დავითაშვილმა შეინარჩუნა, თუმცა მისი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა. მიქაუტაძე ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრად ითვლება, რომელიც ასევე მისი ნათელმირონია.
ასევე შაბათის ეთერმა დაადგინა, როგორ გამდიდრდა მიქაუტაძე თანამებობაზე ყოფნისას და როგორ გადასცეს მას სამეგრელოშ უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ჩალის ფასად.