ამ ადამიანების თანამდებობები მათ კორუფციულ ინტერესებს შეეწირა - ლაშა ფარულავა სამთავრობო წმენდაზე

11.02.24 13:16
ამ ადამიანების თანამდებობები მათ კორუფციულ ინტერესებს შეეწირა - ლაშა ფარულავა სამთავრობო წმენდაზე

 ამ ადამიანების თანამდებობები მათ კორუფციულ ინტერესებს შეეწირა , - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა მთავრობაში დაწყებულ წმენდას. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ ახლა ღრაიბაშვილის გუნდის წინააღმდეგ სადასმჯელო ოპერაცია მიმდინარეობს. 

ამ ადამიანების თანამდებობები შეეწირა იმას, რომ გახმაურებული იყო, პირველ რიგში, მათი კორუფციული ინტერესები სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის, ისინი წარმოადგენდნენ ირაკლი ღრაიბაშვილის ფლანგს. ახლა მიდის ირაკლი ღარიბაშვილის ჯგუფის დასჯა და სადამსჯელო ღონისძიებებში მოყვნენ კონკრეტული სახელები და გვარები. რომეო მიქაუტაძე და სხვადასხვა ადამიანები, - ამბობს ლაშა ფარულავა. 

კობახიძის მთავრობაში საკადრო წმენდა გრძელდება. თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან ლელა ჩიქოვანი გაუშვეს. პოსტიდან გაათავისუფლეს მინისტრის კიდევ ერთი მოაგილე გიორგი ბუბუნაურიც.

ლელა ჩიქოვანი საეჭვო გამდიდრების ფაქტების შესახებ "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტები ჯერ კიევ რამენიმე კვირის წინ ყვებოდნენ.  ჩიქოვანის შვილი სამინისტრომ სპეცმისიით ჯერ ამერიკაში გაუშვა, ცხოვრება დაუფინანსა, შემეგ კი მის სახელზე ორსართულია სახლი ქალაქ ბალტიმორში გადაფორმდა.

საკადრო წმენდაა ეკონომიკის სამინისტროშიც. პოსტი ლევან დავითაშვილმა შეინარჩუნა, თუმცა მისი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა. მიქაუტაძე ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრად ითვლება, რომელიც ასევე მისი ნათელმირონია. 

ასევე შაბათის ეთერმა დაადგინა, როგორ გამდიდრდა მიქაუტაძე თანამებობაზე ყოფნისას და როგორ გადასცეს მას სამეგრელოშ უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ჩალის ფასად.

 

მსგავსი სიახლეები