კლანური ბრძოლაა, ერთ კორუმპირებულ ჩინოვნიკს ჩაანაცვლებს მეორე კორუმპირებული ჩინოვნიკი - დონაძე სამთავრობო წმენდაზე
კლანური ბრძოლაა, ერთ კორუმპირებულ ჩინოვნიკს ჩაანაცვლებს მეორე კორუმპირებული ჩინოვნიკი, - ასე აფასებს მტავრობაში გახორციელებუ ცვლილებებს კორუფციის მკვლევარი და "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე. ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ არსებული სისტემის პირობებში საკადრო ცვლილებები ქვეყნისთვის სასიკეთო ვერ იქნება და გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაა.
რომეო მიქაუტაძე არის ის ჩინოვნიკი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გამდიდრდა და ამას ადასტირებს მათი დეკლარაციები. ეს არის კლანური ბრძოლა. ერთ კლანს ანაცვლებს მეორე კლანი ანუ ერთ კორუმპირებულ ჩინოვნიკს ჩაანაცვლებს მეორე კორუმპირებული ჩინოვნიკი, რადგან სისტემა იგივეა, ბიძინა ივანიშვილის მმართველობაა. ერთადერთი ცვლილება სასიკეთო რაც უნდა მოხდეს, ეს არის, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებზე უნდა დამარცხდეს, სხვა შემტხვევაში ამ ადამიანების გადაადგილებას, თანანმდებობებზე მოხსნას და დანიშვნას არანაირი შედეგი არ ექნება იქიდან გამომდინარე, რომ სისტემა იგივე რჩება, - ამბობს ბესიკ დონაძე.
კობახიძის მთავრობაში საკადრო წმენდა გრძელდება. თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან ლელა ჩიქოვანი გაუშვეს. პოსტიდან გაათავისუფლეს მინისტრის კიდევ ერთი მოაგილე გიორგი ბუბუნაურიც.
ლელა ჩიქოვანი საეჭვო გამდიდრების ფაქტების შესახებ "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტები ჯერ კიევ რამენიმე კვირის წინ ყვებოდნენ. ჩიქოვანის შვილი სამინისტრომ სპეცმისიით ჯერ ამერიკაში გაუშვა, ცხოვრება დაუფინანსა, შემეგ კი მის სახელზე ორსართულია სახლი ქალაქ ბალტიმორში გადაფორმდა.
საკადრო წმენდაა ეკონომიკის სამინისტროშიც. პოსტი ლევან დავითაშვილმა შეინარჩუნა, თუმცა მისი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა. მიქაუტაძე ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრად ითვლება, რომელიც ასევე მისი ნათელმირონია.
ასევე შაბათის ეთერმა დაადგინა, როგორ გამდიდრდა მიქაუტაძე თანამებობაზე ყოფნისას და როგორ გადასცეს მას სამეგრელოში უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ჩალის ფასად.