თუ კორუფციის გამო გაუშვეს, რატომ არ აღიძრა საქმეები? - საბა ბუაძე სამთავრობო წმენდაზე

11.02.24 15:30
თუ კორუფციის გამო გაუშვეს, რატომ არ აღიძრა საქმეები? - საბა ბუაძე სამთავრობო წმენდაზე

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ხელისუფლებისგან ითხოვს განმარტებებს, რატომ გაუშვეს პოსტებიდან კონკრეტული ადამიანები. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ლელა ჩიქოვანის და რომეო მიქაუტაძის სავარაუდო კორუფციული დანაშაულებები გახდა. ბუაძე აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეების აღძრას ითხოვს.

როდესაც მინისტრი უცვლელია, რატომ ხდება მოადგილეების გათავისუფლება, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში კონკრეტულად ამ პირებთან დაკავშირებით არსებობს არაერთი კორუფციული კითხვნის ნიშანი და თუ ეს ხალხი კორუფციის გამო გაუშვეს, მაშინ ისმის კითხვა, რატომ არ ხდება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის დაწყება. თუ ასეთი კითხვები არ არსებობდა, მაშინ ხალხმა უნდა იცოდეს, რატომ გაუშვეს ეს ხალხი? ჩიქოვანთან დაკავშირებით არსებობს ძალიან კონკრეტული შემთხვევა, სააც მან დეკლარაციაში განზრახ არ მიუთითა შვილი, რომლის სახელზეც არის გაფორმებული მათი ოჯახის ქონება. იგივე შეიძ₾ება ითქვას მიქაუტაძეზე, - ამბობს საბა ბუაძე. 

კობახიძის მთავრობაში საკადრო წმენდა გრძელდება. თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან ლელა ჩიქოვანი გაუშვეს. პოსტიდან გაათავისუფლეს მინისტრის კიდევ ერთი მოაგილე გიორგი ბუბუნაურიც.

ლელა ჩიქოვანი საეჭვო გამდიდრების ფაქტების შესახებ "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტები ჯერ კიევ რამენიმე კვირის წინ ყვებოდნენ.  ჩიქოვანის შვილი სამინისტრომ სპეცმისიით ჯერ ამერიკაში გაუშვა, ცხოვრება დაუფინანსა, შემეგ კი მის სახელზე ორსართულია სახლი ქალაქ ბალტიმორში გადაფორმდა.

საკადრო წმენდაა ეკონომიკის სამინისტროშიც. პოსტი ლევან დავითაშვილმა შეინარჩუნა, თუმცა მისი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა. მიქაუტაძე ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრად ითვლება, რომელიც ასევე მისი ნათელმირონია. 

ასევე შაბათის ეთერმა დაადგინა, როგორ გამდიდრდა მიქაუტაძე თანამებობაზე ყოფნისას და როგორ გადასცეს მას სამეგრელოში უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ჩალის ფასად.

 

მსგავსი სიახლეები