არ არის გამორიცხული, კობახიძისთვის არასასურველი პირების წინააღმდეგ სამართლებრივი ინსტრუმენტები გამოიყენონ - ბესელია
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილსა და კობახიძის შორის შიდა დაპირისპირება არსებობს. სწორედ ამას უკავშირებს ოპოზიციონერი ლიდერი სამთავრობო წმენდას.
ბესელია სავარაუდო კორუფციაში მხილებული პირების წინააღმდეგ კარც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, კობახიძეს შურისძიებების რეალიზება უყვარს.
რამდენიც არ უნდა თქვან, რომ კონფლიქტი არ არსებობს და შიდა დაპირისპირება არ იყო - იყო და რა თქმა უნდა, კობახიძე დაიწყებს ძალიან ბევრი ადამიანის შეცვლას, რომელიც უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილს. პირადი შურისძიებების რეალიზება უყვარს ამ ადამიანს და სისხლის სამართლის პასუხისგებასაც ვგულისხმობ. არ არის გამორიცხული, რომ მათ გამოიყენონ საგამოძიებო ინსტრუმენტები, მექანიზმები მათთვის არასასურველი, კობახიძისთვის არასასურველი პიროვნებების წინააღმდეგ. საბოლოო გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, შეათანხმებს ბიძინა ივანიშვილთან, - ამბობს ბესელია.
კობახიძის მთავრობაში საკადრო წმენდა გრძელდება. თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან ლელა ჩიქოვანი გაუშვეს. პოსტიდან გაათავისუფლეს მინისტრის კიდევ ერთი მოაგილე გიორგი ბუბუნაურიც.
ლელა ჩიქოვანი საეჭვო გამდიდრების ფაქტების შესახებ "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტები ჯერ კიევ რამენიმე კვირის წინ ყვებოდნენ. ჩიქოვანის შვილი სამინისტრომ სპეცმისიით ჯერ ამერიკაში გაუშვა, ცხოვრება დაუფინანსა, შემეგ კი მის სახელზე ორსართულია სახლი ქალაქ ბალტიმორში გადაფორმდა.
საკადრო წმენდაა ეკონომიკის სამინისტროშიც. პოსტი ლევან დავითაშვილმა შეინარჩუნა, თუმცა მისი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა. მიქაუტაძე ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრად ითვლება, რომელიც ასევე მისი ნათელმირონია.
ასევე შაბათის ეთერმა დაადგინა, როგორ გამდიდრდა მიქაუტაძე თანამდებობაზე ყოფნისას და როგორ გადასცეს მას სამეგრელოში უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ჩალის ფასად.