წმენდა მთავრობაში - ივანიშვილი სახელგატეხილი ჩინოვნიკების მოშორებას აგრძელებს?
ბიძინა ივანიშვილი სახელგატეხილი ჩინოვნიკების მოშორებას აგრძელებს. "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ სახლში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გაუშვა. ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი რომეო მიქაუტაძე დღეს ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ პოსტიდან საკუთარი სურვილით წავიდა. ფაქტია, ხელისუფლებაში ერთი ბინით მოსული და ახლა უკვე მილიონერი მიქაუტაძე ივანიშვილს აღარ სჭირდება, რადგან რეპუტაცია შელახულია.
წმენდაა თავდაცვის სამინისტროშიც. თანამდებობიდან გაუშვეს ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეც. რას შეეწირა ლელა ჩიქოვანი? ეს ის მაღალლჩინოსანია, რომელმაც შვილი თავდაცვის სამინისტროში დაასაქმა და გრძელვადიან მივლინებაში ამერიკაში გაუშვა. შაბათის ეთერმა შეერთებულ შტატებშიც კი მიაკვლია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილის სახელზე გაფორმებულ სამ სართულიან ვილას.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.