მთავრობის ადმინისტრაცია პოლიციის ალყაშია - ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომას აქციის ფონზე ატარებს
ყურადღების ცენტრში ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაა. ახალი პრემიერ-მინისტრი პირველ სხდომას ატარებს.
კობახიძის კაბინეტის წევრები, რომელთა შორის ერთადერთი ახალი მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანია, პირველ სამუშაოო შეხვედრაზე შეძახილებით და საყვირებით შეაცილეს. შენობის გარეთ აქციაა. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ახალგაზრდები სკანდირებენ სიტყვებს "მონა" და "ირაკლი გავრილოვიჩ". სტუდენტებს აქციაზე კობახიძე - გავრილოვის ფოტოები აქვთ მიტანილი.