პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პირველი სხდომა საკადრო ცვლილებებით დაიწყო

12.02.24 11:10
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პირველი სხდომა საკადრო ცვლილებებით დაიწყო

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პირველი სხდომა საკადრო ცვლილებებით დაიწყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველი ვიცე პრემიერის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს. ვიცე-პორემიეწრების პოსტზე წარდგენილები არიან ასევე თეა წულუკიანი და ირაკლი ჩიქოვანი. მთავრობის სტრატკომის ხელძღვანელად კი მიხეილ ფეიქრიაშვილი იქნა წარდგენილი.

პირველი ვიცე პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ბატონ ლევან დავითაშვილს, ქალბატონ წულუკიანს დაეკისრება საქართველოს ვიცე პრემიერის პოსტი და ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს ირაკლი ჩიქოვანი.
მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება მიხეილ ფეიქრიშვილი. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

ირაკლი კობახიძემ ასევე, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილსაც. 

მსგავსი სიახლეები