მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით - კობახიძე

12.02.24 11:20
მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით - კობახიძე

 საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ახალმა პრემიერმა მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის ღია იქნება და იგივე მოთხოვნა ექნება სახელმწიფოს სხვა უწყებებისგანაც. მისი თქმით, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მოქალაქეების პრეტენზიებიც.

იმისთვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, უნდა ეფუძნებოდეს მთავრობის საქმიანობა ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის, და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შებრუნებული სამუშაოების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლისა და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი. იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით, - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები