კობახიძის მტკიცებით, ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით კარგი შედეგი აქვს

12.02.24 11:27
კობახიძის მტკიცებით, ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით კარგი შედეგი აქვს

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ქვეყანას კარგი შედეგი აქვს. პრემიერი ირწმუნება, რომ კორუფცია ქვეყანაში მინიმუმამდე დაყვანილი, თუმცა ამ კუთხით კიდევ მეტი ამბიციაა საჭირო. კობახიძის თქმით, ქვეყანას ძლიერი სამთავრობო გუნდის ჰყავს და ამ მიზნის მიღწევა აბსოლუტურად რეალისტურია. 

გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს, თუმცა აქაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშნელოვან შედეგებს მივაღწევთ, - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები