"ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი" - გახარიას ბოიკოტი პრეზიდენტს

12.02.24 11:53
"ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი" - გახარიას ბოიკოტი პრეზიდენტს

გიორგი გახარიამ სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა. 

ექს-პრემიერი და მისი პოლიტიკური გუნდი ფიქრობს, რომ ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრები ათონელის სასახლეში არაფრისმომცემია. იწუნებენ შეხვედრების ფორმატს, მიზანს და მასს ბუნდოვანს უწოდებენ. 

ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი. ჩემი აზრით, ეს არის სპეციალურად გაკეთებული, სივრცეა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის დატოვებული. რა თქმა უნდა, იმ კონტექსტში, როდესაც დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ პლატფორმაში წარმოდგენილი იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე კანდიდატის სტატუსთან მიმართებით ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელ პოზიციას აფიქსირებდნენ. არ ვარ დარწმუნებული, ეს ადამიანები, რომლებიც წარსულში ასე იქცეოდნენ, რა მიზნით გამოიყენებენ," - ამბობს გიორგი გახარია. 

მსგავსი სიახლეები