ივანიშვილი საკუთარ საჭადრაკო დაფაზე რომელ ფიგურას სად განათავსებს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - თემურ ცამციშვილი
"ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საჭადრაკო დაფაზე რომელ ფიგურას სად განათავსებს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ცვლილება ვერ მოაგვარებს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანას აქვს - უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, ქვეყნიდან გადინება," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა გააკეთა.
როგორც ცამციშვილი ამბობს, 2024 წელს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რომ მთავარი პრობლემების მოგვარება გახდეს შესაძლებელი.
ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საჭადრაკო დაფაზე რომელ ფიგურას სად განათავსებს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, რაც გამოუწველია „ქართული ოცნების“ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით და უმუშევრობა, დაბალი ხელფასი, ქვეყნიდან გადინება, რეალურად ეს ცვლილებები ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს და მთავარი ცვლილება უნდა მოხდეს 2024 წელს და უნდა დაიყოს რეალურ ცვლილებებზე კონცენტრირება და ამ პრობლემების მოგვარება," - განაცხადა თემურ ცამციშვილმა