კობახიძე იქნება პრემიერი თუ არა, ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს იმ ხაზს, სადაც მხოლოდ თვითონ მდიდრდებიან - ბოტკოველი

12.02.24 12:54
კობახიძე იქნება პრემიერი თუ არა, ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს იმ ხაზს, სადაც მხოლოდ თვითონ მდიდრდებიან - ბოტკოველი

"კობახიძე იქნება პრემიერმინისტრი თუ არ იქნება, ეს ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს იმ ხაზს, სადაც მხოლოდ თვითონ მდიდრდებიან  და არაფერს აკეთებენ ხალხისთვის. კობახიძის პრემიერ მინისტრად დანიშვნით, კორუფციული ბუდე არ ჩამოშლილა, ის აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.

როგორც ბოტკოველი ამბობს, კორუფციული რეჟიმის პირობებში არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრემიერის თანამდებობაზე.

როგორი კორუფციული მმართველობაც იყო ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში, ასევე გაგრძელდება ახლაც. კობახიძე პრემიერ მინისტრი იქნება თუ არ იქნება, ის ოლიგარქიული რეჟიმი იმ ხაზს და იმ გააგრძელებს, რომ მაქსიმალურად საკუთარი გამდიდრებისთვის იზრუნონ და არაფერი გააკეთონ ხახლისთვის, რომელსაც რეალურად ჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი და იმის საშუალება ჰქონდეთ, რომ ოჯახები არჩინომ და არ გადაიხვეწონ სხვა ქვეყნებში იმისთვის, რომ შეინახონ ოჯახები, ამიტომ კორუფციული ბუდე არ დაშლილა, ეს კორუფციული ბუდე აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა

მსგავსი სიახლეები