"უგუნური გადაწყვეტილება" - თავდაცვის მინისტრის იერიში პრეზიდენტზე

12.02.24 13:02
"უგუნური გადაწყვეტილება" - თავდაცვის მინისტრის იერიში პრეზიდენტზე

ვიცე-პრემიერის თავდასხმა პრეზიდენტზე - ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციიდან იერიში მიიტანა სალომე ზურაბიშვილზე იმის გამო, რომ პრეზიდენტს ამ დრომდე არ მიულოცია ალიევისთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა. 

ჩიქოვანი სამთავრობო პროპაგანდისტულ ხაზს აგრძელებს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი "გარკვეული სქემის" ნაწილს წარმოადგენს და "დავალებებს მიჰყვება".

ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს ამ შემთხვევაში, რომ თითქოს ოფიცილაური შედეგები არ არის ცნობილი, მაშინ, როდესაც ეს შედეგები საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირის და სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა და მათ შორის, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოიყენოს და მიულოცოს და უსურვოს წარმატებები ახალი პრეზიდენტობის პირობებში ბატონ ალიევს, რატომ არ არის საკმარისი ქალბატონი პრეზიდენტისთვის. ეს კიდევ ერთხელ მგონია, რომ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, აზიანებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და მეორე მხრივ, მგონია, უგუნური გადაწყვეტილება, თუმცა, შესაძლებელია ეს გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია პრეზიდენტი აღასრულებს და დავალებებს მიჰყვება,“ - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.

ირაკლი ჩიქოვანის გარდა პრეზიდენტს თავს დაესხმა კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დუმილს "პოლიტიკური სიბეცე" უწოდა. 

მსგავსი სიახლეები