კომპრომისები არ იქნება, ყველაფერს შევისწავლით - თავდაცვის მინისტრი

12.02.24 13:07
კომპრომისები არ იქნება, ყველაფერს შევისწავლით - თავდაცვის მინისტრი

კომპრომისები არ იქნება, ყველაფერს შევისწავლით - თავდაცვის მინისტრი აანონსებს, რომ მისი წინამორბედის დროს აგორებულ კორუფციულ სკანდალებს და ჯარის ფულის სავარაუდო ფლანგვას შეისწავლის. ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, რომ პოსტზე მისი პრიორიტეტი ჯარისკაცები იქნებიან და არც კვების და არც უზრუნველყოფის სხვა ნაწილში კომპრომისი არ იქნება.

თავდაცვის ახალმა მინისტრმა ასევე თქვა, რომ ჯერ-ჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, უნდა შევიდეს თუ არა აუდიტის სამსახური თდავცვის უწყებაში. 

ეს ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ვიყო სრულად ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით თუ რა შესყიდვები ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში და როგორია ფინანსური მთლიანად სექტორის და სისტემის. პირობას გაძლევთ, რომ კომპრომისი არ იქნება არცერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, რომ კომპრომისი გაწიოს ჯარისკაცების ხარჯზე. ეს არ იქნება. არავითარ შემთხვევაში არც კვებით ნაწილში, არც სხვა უზრუნველყოფის ნაწილში კომპრომისი ნამდვილად არ იქნება. თუ არის რამე პრობლემა, გადაჭრის გზა იქნებოდა მენეჯმენტის გაუმჯობესება, ხოლო რა არის გასაანალიზირებელი, რა თქმა უნდა, ალბათ, აუდიტის სამსახურიც იქნებოდა ადეკვატური, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე ჯერ-ჯერობით მე ვერ ვისაუბრებ. ასეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია გუნდში, - თქვა დღეს ირაკლი ჩიქოვანმა. 

მსგავსი სიახლეები