გამოქვეყნდება თუ არა ღარიბაშვილისა და გახარიას დროს გაცემული განკარგულებები - რას ამბობს ვიცე-პრემიერი

12.02.24 13:10
გამოქვეყნდება თუ არა ღარიბაშვილისა და გახარიას დროს გაცემული განკარგულებები - რას ამბობს ვიცე-პრემიერი

გამოქვეყნდება თუ არა ღარიბაშვილისა და გახარიას დროს გაცემული განკარგულებები - ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წინა პრემიერების მიერ გაცემული განკარგულებების გასაჯაროების შესახებ არ უმსჯელიათ. როგორც წულუკიანი ამბობს, პრემიერ კობახიძის ინიციატივა ამ ეტაპზე შეეხება ახალი მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებების გასაჯაროებას.

განკარგულებების გამოქვეყნების გარდა, რომელიც სხვადასხვა დროს როგორც მახსენდება, 2012 წლიდან დღემდე ქვეყნდებოდა, ხანდახან ვერ იყო ხელმისაწვდომი - როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მთავრობა და მისი ადმინისტრაცია მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ გამოქვეყნების პროცედურა იყოს განუხრელად დაცული. რაც მთავარია, როდესაც რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიიღება, დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა. ყოველ შემთხვევაში, ეს შეეხება უკვე დღეიდან გამოცემულ განკარგულებებს. როგორ იქნება წინა განკარგულებების შემთხვევაში, ამის შესახებ ალბათ, გაიმართება მსჯელობა, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი არ ყოფილა,“ - ამბობს წულუკიანი.

მსგავსი სიახლეები