ბოლო 2 წელში 900 განკარგულება გამოუქვეყნებელია, კორუფციისადმი მოწყვლადი სფეროა სახელმწიფო ქონების პრივატიზება - ქევხიშვილი

12.02.24 13:19
ბოლო 2 წელში 900 განკარგულება გამოუქვეყნებელია, კორუფციისადმი მოწყვლადი სფეროა სახელმწიფო ქონების პრივატიზება - ქევხიშვილი

მთავრობის განკარგულებები გასაჯაროვდება - პრემიერის გადაწყვეტილებას "TI - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი ეხმაურება.

როგორც ქევხიშვილი ამბობს, ბოლო 2 წელში 900 განკარგულებაა გასაიდუმლოებული, რომელთაგან 300 სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ეხება. ქევხიშვილის შეფასებით, განკარგულებების გასაიდუმლოება კორუფციული გარიგებების ეჭვებს აჩენს.

ბოლო 2 წლის მონაცემები რომ დავაჯამოთ, დაახლოებით, 900-ს განკარგულებაზე არის საუბარი, რომელიც მთავრობამ იმსჯელა, გადაწყვეტილება მიიღო კონკრეტულ საკითხებზე და ჩვენ არ ვიცით დეტალები. აქედან დაახლოებით, 30 პროცენტი, დაახლოებით, 300-მდე განკარგულება, პირდაპირ ეხებოდა სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, ანუ ხალხის ქონების, მიწის და შენობების გადაცემას კონკრეტულ ადამიანებზე ან კომპანიებზე. ეს არის ზოგადად, კორუფციისადმი მოწყვლადი სფერო სახელმწიფო ქონების პრივატიზება. ფაქტობრივად, წინა პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ამ ქონების დამალვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეიცვალოს და აუცილებელია, ბოლო სამ წელში გამოუქვეყნებელი გადაწყვეტილებების გასაჯაროება,“ - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.

მსგავსი სიახლეები