გაზიფიცირების პრობლემა სოფლებში - ენმ-ს წევრი ლაშა კომახიძე მუხაესტატის მოსახლეობას შეხვდა

12.02.24 14:44
გაზიფიცირების პრობლემა სოფლებში - ენმ-ს წევრი ლაშა კომახიძე მუხაესტატის მოსახლეობას შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი  ლაშა კომახიძე  მუხაესტატში ადგილობრივებს შეხვდა, სადაც  სოფლის გაზიფიცირების პრობლემებზე ისაუბრეს. კომახიძის თქმით, მუხაესტატის გარდა, კიდევ არის სოფლები, სადაც ასევე არსებობს აღნიშნული პრობლემა. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ გაზიფიცირების საკითხის მოსაგვარებლად საქართველოს ბიუჯეტიდან 20 მლნ დაიხარჯა, თუმცა პრობლემა არ მოიხსნა. 

“რუსული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, გაზიფიცირების საკითხის მოსაგვარებლად საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილია 20 მილიონამდე ლარი, მაგრამ დღეს, კალენდარულად 2024 წელს ისევ გვიწევს მოქალაქეებს შეკრება და მოთხოვნა იმისა, რომ ეს ხალხი ამ სიცივეში არ იყვნენ გაზის გარეშე. მუხაესტატის გარდა, არ მინდა გამომრჩეს სოფელი ალამბარი, აჭყვისთავი ზეითი, წყავროკა, ლეღვა, ეს ყველა ამ სოფლის პრობლემაა გარდა იმ 15-მდე სოფლისა, გვაქვს მხოლოდ ერთი შეკითხვა- სად წავიდა 20 მილიონი ლარი, რომელიც დაიხარჯა ამ ხალხის ჯიბეებიდან?” - განაცხადა ლაშა კომახიძემ.
 

მსგავსი სიახლეები