კორუფციაში ჩართულია მთელი სისტემა "ქართული ოცნების", რომლებიც ხელს აფარებენ ერთმანეთს - ირაკლი კუპრაძე
"ლელოს" გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ კორუფციაში ჩაფლული "ქართული ოცნება" საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებას არ დაიწყებს. ოპოზიციის წევრის თქმით, არსებობს საშიშროება, რომ კორუფციაში მხილებული ადამიანები ალაპარაკდნენ და იგივე დანაშაულში ხელისუფლების სხვა წევრებიც ამხილონ.
ირაკლი კუპრაძის თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის გარეშე, კეთილდღეობა არ იქნება.
კორუფციაში ჩართულია მთელი სისტემა "ქართული ოცნების", რომლებიც ხელს აფარებენ ერთმანეთს და ფიზიკურად წარმოუდგენელია რომელიმე მათგანის პასუხისგებაში მიცემა, თორემ ისინი ალაპარაკდებიან და სისტემა ,კორუფციული სქემა ბოროტების, რაც არის ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი, ჩამოიშლება ერთიანად. კორუფციონერების გადანაცვლებებით და მხოლოდ დროებით სამსახურიდან გაშვებით და ხშირ შემთხვევაში, უკეთეს პოზიციებზე გადაყვანით, არაფერი ამ ქვეყანაში არ შეიცვლება გარდა ერთისა, რუსული ხელისუფლების ჩანაცვლება უნდა მოხდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.