პრეზიდენტს დიპლომატიას ვერ ასწავლიან... დიპლომატიის ანაბანა დღემდე ვერ გაიგეს - ბესელია მთავრობაზე

12.02.24 17:26
პრეზიდენტს დიპლომატიას ვერ ასწავლიან... დიპლომატიის ანაბანა დღემდე ვერ გაიგეს - ბესელია მთავრობაზე

პრეზიდენტს დიპლომარიას ვერ ასწავლიან - ამ განცხადებას ეკა ბესელია "ქართული ოცნებისა" და ვიცე-პრემიერების საპასუხოდ ამბობს, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან ილჰამ ალიევს პრეზიდენტად არჩევა არ მიულოცა.

ეკა ბესელიას თქმით, მმართველი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს არ სცემს და ახლა მოწოდება იმისკენ, რომ პარტნიორი ქვეყნის ლიდერებს მილოცვის ტექსტი გაუგზავნოს სალომე ზურაბიშვილმა, "ოცნების" ანტიდასავლური გზავნილების ფონზე "სასაცილოა".

პრეზიდენტის ინსტიტუტს არა მხოლოდ პატივი სცენ, არამედ თვითონ პრეზიდენტის სტილს, დიპლომატიურ მანერებსაც ხანდახან დააკვირდნენ. პრეზიდენტი არ პასუხობს ასეთ ძალიან უტაქტო და არაეთიკურ გამოხტომებს მიის მისამართით იმიტომ, რომ არ უნდა ეს ინსტიტუტი აქციოს ასეთი დაბალი დონის პოლემიკის ასპარეზდ და უფრთხილდება ქვეყანას. თუ პრეზიდენტს ახლა ვინმე საყვედურობს მთავრობიდან, რომ ნაკლები ძალისხმევა მიმართა, რომ საქართველოს ქვეყნის გარეთ ჰქონდეს მეტი შედეგი ან მეტი მეგობარი ჰყავდეს, ძალიან სასაცილო იქნება, იმიტომ, რომ მთელი რიტორიკა მთავრობის და მმართველი პარტიის არის ანტიდასავლური. ამიტომ აქ ვინმემ ასწავლოს და მითუმეტეს იმ ყმაწვილებმა, ვინც დიპლომატიის ანაბანა დღემდე ვერ გაიგეს და დიპლომატიის ენა არ იციან და მთელ სამყაროს ეუბნებიან და ქვეყანა გახვიეს ამ დიპლომატიურ სკანდალებში, ისინი ვერ ასწავლიან პრეზიდენტს ვის როგორ და როდის უნდა მიულოცოს,“ - ამბობს ეკა ბესელია.

მსგავსი სიახლეები