წულუკიანმა ავტოკრატული დიქტატურა გამოაცხადა - "ლელოს" პასუხი ვიცე-პრემიერის მუქარაზე

12.02.24 15:29
წულუკიანმა ავტოკრატული დიქტატურა გამოაცხადა - "ლელოს" პასუხი ვიცე-პრემიერის მუქარაზე

ვიცე-პრემიერი იმუქრება - თეა წულუკიანი დაუფარავად ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს "ქართული ოცნება" არ მისცემს საშუალებას, დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში მოვიდეს. მმართველი პარტია თავისუფალი არჩევნების გზით ოპოზიციის გამარჯვებას არ განიხილავს.

"ქართული ოცნების" გაღიზიანება "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი რუსეთში იქნება. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ფორმაში წელსაც, როგორც არაერთი არჩევნების დროს წარსულში და ასეთ ძალებს, რომლის ერთ-ერთ სპიეკრად იქცა მამუკა ხაზარაძე, არ დავუშვებთ და არ მივცემთ საშუალებას, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, - თქვა დრეს წულუკიანმა. 

კობახიძის კაბინეტის ვიცე-პრემიერს უკვე უპასუხეს "ლელოში". ხაზარაძის პარტია ივანიშვლის გუნდს დიქტატორულ რეჟიმად მოიხსენეიბს.

გრიგოლ გეგელია "პირველებთან" ამბობს, რომ წულუკიანის მუქარაზე  სრულიად დიპლომატიურ კორპუსს საქმის კურსში დღესვე ჩააყენებენ. 

დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერიმა პირდაპირ დააანონსა ოფიციალუი ავტოკრატია ამ ქვეყანაში: არჩევნების ფაქტობრივი გაუქმება და ოპოზიციას პირდაპირ უთხრა, რომ ისინი თავისუფალი არჩევნების გზით ოპოზიციის გამარჯვებას არ დაუშვებენ, რაც არის მკაფიოდ ავტოკრატული დიქტატურის შესაფერისი განცხადება და რა თქმა უნდა, ჩვენ დღესვე ჩავაყენებთ სრულიად დიპლომატიურ კორპუსს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით, - თქვა გრიგოლ გეგელიამ. 

"ლელოს" გენერალური მდიბანი ირაკლი კუპრაძე კი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მათზე თავდასხმები ცადყოფს, რომ "ლელო" სწორ გზაზეა.

მსგავსი სიახლეები