"სამეფო ბაღები" მირზა შაფზე - "ოცნება" ძველ თბილისს იერსახეს საბოლოოდ უკარგავს

12.02.24 17:18
"სამეფო ბაღები" მირზა შაფზე - "ოცნება" ძველ თბილისს იერსახეს საბოლოოდ უკარგავს

"სამეფო ბაღები" მირზა შაფზე - "ქართული ოცნება" ძველ თბილის იერსახეს საბოლოოდ უკარგავს. მირზა შაფის ქუჩაზე მრავალსართულიანი შენობების აშენება იგეგმება. პროექტი მერიამ უკვე დაამტკიცა. ეგრეთ წოდებული დომინანტური ნაგებობა შეუსაბამობაშია ისტორიულ სახლებთან.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს „მირზა შაფი“-ს ქუჩაზე და გადმოჰყურებს ძველ ქალაქს, მტკვარს და ნარიყალას ციხესიმაგრეს.  პროექტი გულისხმობს სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას. დანიშნულების მიხედვით პროექტი მოიცავს 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, ლუქს კლასის აპარტამენტებს, საცხოვრებელ, დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს; საქმიან სექტორს, საზოგადოებრივი და სავაჭრო ფუნქციებით. 

თბილისის ჰამქარი მშენებლოობის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს. უკვე დაიგეგმა აქციებიც.

ბევრჯერ შეიცვალა პროექტი, მაგრამ იდეა არ შეცვლილა, რომ სრულიად განადგურებული ისტორიული არეალი ნაცვლებოდეს სრულიად შეუსაბამო ისტორიული განაშენიანებისთვის მასშტაბისა და არქიტექტურული იერსახის პროექტით. თბილისის ისტორიული გული დავკარგეთ, იმიტომ, რომ ეს ყველა მხრიდან შეცვლილია - ვიზუალური არეალები, ხედვა, მასშტაბი, სივრცე, ყველა ისტორიული ანაბეჭდი აღარ არსებობს. წარმოუდგენელი ზიანი მივაყენეთ ქალაქს, ამას ვერასოდეს ვერავინ აპატიებს ვერცერთ ხელისუფალს,“ - ამბობს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი ადგენს, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი განაშენიანება და, რა თქმა უნდა, ამ მხრივ, მასშტაბიდან გამომდინარე, ეს კომპლექსი წინააღმდეგობაში მოდის თვითონ კანონთან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. კლიმატის ცვლილებასთან ერთად ძალიან ხშირდება მეწყრული პროცესები, თბილისის ნიადაგი არც ისეთი მყარია და ბევრი შემტხვევა გვინახავს ამ მხრივ, საკმაოდ უარყოფითი შედეგებით, საინტერესოა, როგორ აქვს გათვალისწინებული ამ კომპლექსს ლანდშაფტი,“ - ამბობს ურბანული განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი, ანა ბიბილაშვილი.

ახალი პროექტით ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება შოკირებულია. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ლადშაფტში უხეში ჩარევა ხდება და ვარაუდობენ, რომ ეს პროექტიც კონკრეტული პირების ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება. 

არის პირდაპირ დანაშაული ამ ქალაქის წინააღმდეგ და ასეთი დანაშაული განსაკუთრებით ისტორიულ ქალაქში გვხვდება ბევრი და ეს არის როგორც წინა ხელისუფლების, ისე მოქმედი ხელისუფლების დამოკიდებულების საუკეთესო ილუსტრაცია ამ ქალაქის ისტორიული ლანდშაფტის მიმართ, ამ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და ზოგადად, ქალაქში მიმდინარე ურბანული პროცესების მიმართ,“ - ამბობს საბა ბუაძე.

უხეში ჩარევა მოხდა ლანდშაფტში, კლდე ძალიან დიდი რაოდენობით მოხდა გამოღებული და პირიქით, შემცირდა კი არა, გაიზარდა როგორც მშენებლობის ფართი, ისე მასშტაბი და აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ ტერიტორიას. მირზაშაფის ტერიტორიაზე, ასევე კულტურული მემკციდრეობის ძეგლი გაანადგურა მშენებელმა, არ ვიცით, კლიმატური გათბობის პირობებში რა იქნება იქ, ლეღვთახევში ხშირად დიდდება ხოლმე მდინარე,“ - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.

ეს, როგროც ქალაქის ურბანული გარემოსთვის, ასევე კულტურული მემკვიდრეობისთვის, ისტორიული იერსხისთვის და ზოგადად, მთელი ამ ურბანული სივრცისთვის, სადაც ეს მირზაშაფის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, არის სრულიად ამოვარდნილი, ამოჭრილი და შეუსაბამო. წარმოუდგენლად სიმახინჯეა, საშინელი პროექტია და პროექტს ეტყობა, რომ ეს არის ადამიანის გამდიდრებაზე მიმართული,“ - ამბობს ნინო წულაძე.

პროექტს კომპანია შპს „აპოლო გ.ს“ ახორციელებს. პროექტის ვადები არაერთხელ გახანგრძლივდა და ბოლო მონაცემებით 2025 წელს დასრულდება.  

მსგავსი სიახლეები