ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა
ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა. ინფორმაციას AJARATIMES ავრცელებს.
შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი მრავალსართულიანის ეზოში მოხდა. სხვა დეტალები უცნობია.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.