ვიცე-პრემიერის მუქარა - როგორი იქნება "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია

12.02.24 20:29
ვიცე-პრემიერის მუქარა - როგორი იქნება "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია

წულუკიანი არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას პრაქტიკულად გამორიცხავს - ვიცე-პრემიერის სამიზნე დღეს "ლელო" იყო. მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიას არჩევნებში გამარჯვების უფლებას "ქართული ოცნება" არ მისცემს. როგორც ჩანს, ივანიშვილის გუნდი 2024 -ის გადამწყვეტი არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში ჩატარებას არ აპირებს და ამისთვის ხალხში ნიადაგს წინასწარ ამზადებს. 

ვიცე პრემიერმა ქვეყანაში, ფაქტობრივად, ავტოკრატია დააანონსა. "ლელოში" ამბობენ, რომ წულუკიანის ამ განცხადებით საერთაშორისო პარტნიორები უნდა დაინტერესდნენ. ხაზარაძის პოლიტიკური ჯგუფი "ოცნებას" განსაკუთრებით აღიზიანებს. "ლელო" თავდასხმებს დილიდან იგერიებს. პარტიის ლიდერების ლანძღვა მდინარაძემ პარლამენტიდან დაიწყო და მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციაში თეა წულუკიანმა გააგრძელა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.