თავდასხმა მტკიცებულებების გარეშე - "ოცნების" ახალი იერიში პრეზიდენტზე

12.02.24 20:08
თავდასხმა მტკიცებულებების გარეშე - "ოცნების" ახალი იერიში პრეზიდენტზე

პრემიერად დანიშვნიდან სამ დღეში, ირაკლი კობახიძის სამიზნე დღეს სალომე ზურაბიშვილი გახდა. ჩავარდნილი იმპიჩმენტის ავტორმა მთავარსარდალს დღეს ახალი თანამდებობიდან შეუტია.  

ვიცე-პრემიერებმა  ერთმანეთის მიყოლებით  სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულეს. ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტს ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს, თუმცა აგორებული სკანდალი მთავრობას ორ საათში შეუტრიალდა,  მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 9 თებერვლით დათარიღებული მილოცვის წერილი გაასაჯაროვა. 

 ვიდრე იქნებოდა პასუხი,  პრეზიდენტს შეტევების მთელი კასკადის მოგერიება უწევდა. წულუკიანმა თქვა, რომ ზურაბიშვილმა პოლიტიკური "სიბეცე" გამოავლინა, თავდაცვის მინისტრი კი პრეზიდენტს "უგუნური" გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებდა.  საქართველოს პრეზიდენტს ლანძღვის სერიაზე არაფერი უთქვამს.  ალიევისთვის გაგზავნილი მისალოცი წერილის გამოქვეყნებამ კი  დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მთავრობამ  ისე გადაწყვიტა,  ფაქტები არც კი გადაუმოწმებია.   

 კობახიძის  თავდასხმა ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციიდან - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები