"ოცნების" ბინძური, პროპაგანდისტული კამპანია კვლავ გაგრძელდება - ბადრი ჯაფარიძე ვიცე-პრემიერის მუქარაზე

12.02.24 22:14
"ოცნების" ბინძური, პროპაგანდისტული კამპანია კვლავ გაგრძელდება - ბადრი ჯაფარიძე ვიცე-პრემიერის მუქარაზე

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე წულუკიანის თავდასხმას "საჯარო პოლიტიკის" ეთერში ეხმაურება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ოპოზიციურ პარტიაზე მორიგ იერიშს "ბინძურ, პროპაგანდისტულ კამპანიას" უწოდებს.

ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ "ოცნების" წინასაარჩევნო აგიტაცია, რომელიც მმართველი პარტიის წევრების შიშს ეფუძნება, კვლავ გაგრძელდება, თუმცა უშედეგოდ ჩაივლის, რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ლელო" ქართველი ხალხის ხმათა უმრავლესობის მიღებას შეძლებს.

ადგილი აქვს "ოცნების" სპიკერების მხრიდან სინამდვილის დამახინჯებას, ამ ბინძური, პროპაგანდისტული კამპანიის გაგრძელებას მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, ჩვენ წინააღმდეგ, ჩემ წინააღმდეგ. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან "ლელო" ძლიერდება ყოველდღიურად და მათ ცხადია, აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ლელო" ახდენს ახლა იმ ოპოზიციური ხმების კონსოლიდირებას, რომელიც არ აძლევს ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" და რომელსაც აღარ უნდა "ქართული ოცნების" მმართველობა ამ ქვეყანაში. ეს თავდასხმები, პროპაგანდისტული კამპანია გაგრძელდება", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

თეა წულუკიანი დაუფარავად ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს "ქართული ოცნება" არ მისცემს საშუალებას, დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში მოვიდეს. მმართველი პარტია თავისუფალი არჩევნების გზით ოპოზიციის გამარჯვებას არ განიხილავს.

"ქართული ოცნების" გაღიზიანება "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი რუსეთში იქნება.

მსგავსი სიახლეები