EU-ს ელჩებმა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებები დაიწყეს - დიპლომატები ენმ-ს ლიდერებს ხვდებიან
ევროკავშირის ელჩებმა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებები დაიწყეს - თემა გადამწყვეტი არჩევნები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება.
ერთ საათზე მეტია, დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ელჩი და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილსა და ენმ-ის გენერალურ მდივანს პეტრე ცისკარიშვილს ხვდებიან.
განსახილველ საკითხებს შორის იქნება 9 დათქმის შესრულება და მიხეილ სააკაშვილის საკითხი.