ეს არის პირდაპირი სიგნალი აშშ-გან, რომ "ოცნებას" არჩევნების გაყალბებაზე ხელი არ უნდა წაუცდეს - ცისკარიშვილი
ეს არის პირდაპირი სიგნალი აშშ-გან, რომ "ოცნებას" არჩევნების გაყალბებაზე ხელი არ უნდა წაუცდეს, - ასე აფასებს ენმ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი რობინ დანიგანის გუშინდელ განცხადებას. ოპოზიციის წევრმა კელი დეგნანის განცხადებაც გაიხსენა, სადაც აშშ-ს ყოფილი ელჩი ამბობდა, რომ მნიშვნევლოვანია, საზოგადოებამ ხელისუფლებას არჩევნები არ გააყალბებინოს.
ეს არის გაფრთხილება, ეს არის მითითება, ეს არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ ვიცით, თქვენ რასაც აპირებთ, ჩვენ ვიცით, რომ ყველა წინა არჩევნები გაყალბდა, აქედან გამომდინარე, ამ არჩევნების გაყალბებასაც გეგმავთ და კეთილი ინებეთ, და ხელი ამაზე ნუ წაგიცდებათ. მოდით, გავიხესენოთ წინა ელჩების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, კელი დეგნანი როდესაც საქართველოდან მიემგზავრებოდა, მისი ვადა როესაც იწურებოდა, მან თქვა, რომ მთავარ საკითხს, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, "ოცნებას" არჩევნები არ გააყალბებინოთო, - თქვა ცისკარიშვილმა.
საარჩევნო ადმინიტრაციამ და ხელესუფლებამ შტატბისგან კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღეს. ცესკოს თვამჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ "26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ტესტი იქნება". როდბინ დანიგანის თქმით, არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყო, კენჭისყრის დღესთან ერთად კი შტატები გამადიდებელი შუშით წინსაარჩვნო პროცესსაც დააკვირდება.