აშშ და EU ამ არჩევნებზე იქნება განსაკუთრებულად აქტიური იმისთვის, რომ "ოცნება" წინასაარჩევნო ხრიკებში შეზღუდოს - ბადრი ჯაფარიძე
აშშ და EU ამ არჩევნებზე იქნება განსაკუთრებულად აქტიური იმისთვის, რომ "ოცნება" წინასაარჩევნო ხრიკებში შეზღუდოს, - ამის შესახებ"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, 2020 წლისგან განსხვავებით 2024 წელს ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვლენ.
აშშ, ისევე როგორც ევროკავშირი, ამ არჩევნებზე იქნება განსაკუთრებით აქტიური და იქნება ბევრი დამკვირვებელი არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუზღუდოს "ქართული ოცნება" მის წინასაარჩევნო ხრიკებში და ამ მხრივ, ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი შტატების და ევროკავშირის, რომ ის, რაც 2020 წელს იყო, როდესაც კოვიდის გამო მხოლოდ მცირე რაოდენობით დაესწრნენ ამ არჩევნებს და ამით ისარგებლა "ქართულმა ოცნებამ", ამჯერად დამკვირვებლები იქნებიან საკმარისი რაოდენობით, იქნებიან გრძელვადიანი დამკვირვებლებიც, - ამბობს ბადი ჯაფარიძე.
საარჩევნო ადმინიტრაციამ და ხელესუფლებამ შტატბისგან კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღეს. ცესკოს თვამჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ "26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ტესტი იქნება". როდბინ დანიგანის თქმით, არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყო, კენჭისყრის დღესთან ერთად კი შტატები გამადიდებელი შუშით წინსაარჩვნო პროცესსაც დააკვირდება.