ვიდრე სისტემა ერთი კაცის ძალაუფლებასა და მის პოლიტიკურ თოჯინებზეა დამყარებული, არაფერი შეიცვლება - გიგა ბოკერია
"ევროპული საქართელოს" ლიდერს გიგა ბოკერიას არ სჯერა, რომ ხელისუფლება მთავრობის გადამალულ განკარგულებებს გაასაჯაროებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ვიდრე ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური თოჯინები მართავენ, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.
ყველა სიტყვები, რომელიც დაკავშირებულია რაიმე არსებით ცვლილებებთან, არის თვალთმაქცობა და რაღაცა მათი წამიერი ტაქტიკა პროპაგანდისთვის და უნდა დავაიგნოროთ, იმიტომ, რომ სისტემა არის დამყარებული ერთი კაცის აბსოლუტურ ძალაუფლებაზე და მის პოლიტიკურ თოჯინებზე და ამ პირობებში რამე არსებითი ცვლილება პოლიტიკის გამორიცხულია. სანამ ასეთი სისტემა გვაქვს, რომ ამ "უცნაურ კაცს", რომელიც საკუთარ თანაგუნდელებს ამცირებს და როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს, ისე ექცევა, სანამ მას აქვს ძალაუფლება, ვერაფერი ვერ შეიცვლება არსებითად თამაშის წესებში, - ამბობს გიგა ბოკერია.
ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე არცერთი დამალული განკარგულება არ ატვირთულა, არადა, ახალმა პრემიერმა გუშინ დაანონსა, რომ მთავრობა უკიდურესად გამჭვირვალე ხდება. იძებნება ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი გახარიას დამალული განკარგულებები. საუბარია 900 დოკუმნეტზე, რომელიც უკანონოდ გადამალეს.