მამაცაშვილის კლანი ანტიკორუფციულში - ეკა გიგაური საფრთხეებზე საუბრობს

13.02.24 13:21
მამაცაშვილის კლანი ანტიკორუფციულში - ეკა გიგაური საფრთხეებზე საუბრობს

 "საერთაშორიოს გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური ანტიკორუფციულ ბიუროში ვასილ ბაბლუანის დანიშვნას პრობლემატურად მიიჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა აღნიშნული სამსახურის მუშაობაზე გავლენა მოახდინონ. მისი თქმით, საჭროა ისეთი სამსახურის შექმნა, რომელიც კორუფციას რეალურად შეებრძოლება. 

შესაძლოა, მას ჰქონდეს გარკვეული ინტერესები, იმიტომ, რომ მას აქვს კავშირები კონკრეტულ ადამიანებთან. მითუმეტეს, როდესაც თვითონ ამ ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლები არ ავსებენ ქონებრივ დეკლარაციებს, მაშინ, როდესაც ისინი ამოქმებენ სხვა პირების ქონებრივ დეკლარაციებს. ესეც არის პრობლემა, ამიტომ ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ შექნილიყო ის სამსახური, რომელიც იქნებოდა ეფექტური. ამ სახით და ასეთი ფორმით, ცხადია, ის იქნება პრობლემური. ამაზე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ვენეციის კომისიასაც აქვს კონკრეტული რეკომენდაციები და შესაბამისად, კიდევ ერთხელ, თუ ჩვენ გვინდა შევებრძოლოთ ელიტურ კორუფციას, ჩვენ სხვანაირად უნდა შევქმნათ ეს სამსახური. რა თქმა უნდა, მცდელობა იქნება სხვადასხვა გავლენიანი პირების მხრიდან, რომ ამ სამსახურის მუშაობაზე გავლენა მოახდინონ და ამ პირის დანიშვნაც ზუსტად ამაზე მიუთითებს, - ამბოლბს ეკა გიგაური. 

ანტიკორუფციული  ბიურო ოლიგარქის დეიდაშვილის ბიზნესპარტნიორს ჩააბარეს. ვასილ ბაბლუანი უწყებაში, რომელამც მაღლაჩინოსნების კორუფციული დანაშაულები უნდა გამოიძიოს, ფორმალურად მრჩევლის პოზიციაზე დანიშნეს, თუმცა, პრაქტიკულად, ის ამ უწყების არაფორმალურ მმართველია. თავად მდიდარი ბაბლუანი წლების განმავლოაბში „ქართული ოცნების“  შემომწირველი იყო. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით, ბაბლუანი „საპარტნიორო ფონდის“ და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს “ ბენეფიციარიცაა. ფლობს დიდ წილებს კრიპტო ბიზნესშიც.

მსგავსი სიახლეები