"პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიუნხენში ვიზიტის ნებართვა არც კობახიძეს სთხოვა

13.02.24 13:13
"პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიუნხენში ვიზიტის ნებართვა არც კობახიძეს სთხოვა

სალომე ზურაბიშვილის დემარში - "პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიუნხენში ვიზიტის ნებართვა არც კობახიძეს სთხოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "პირველებს" უთხრეს, რომ "პრეზიდენტმა ოფიციალური მოწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან მიიღო". 

დამაზუსტებელ კითხვაზე, მიმართა თუ არა მან ნებართვისთვის ახალ პრემიერს, გვიპასუხეს რომ არა. 

იგივე კითხვა დასვა "პირველებმა"  მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა ოფიციალურ პასუხს ამ დრომდე ელოდება. 

მთავრობის კანცელარიაში "პირველებს" დაუდასტურეს მხოლოდ ის, რომ ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მიუნხენის კონფერენციას არ დაესწრება,  საქართველოდან კიდევ ერთ დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა. ამ კონფერენციის ვებ-გვერდზე ჯერ-ჯერობით არ არის გამოქვეყნებული, თუ ვინ იქნებიან ამ კონფერენციის მონაწილეები და სპიკერები, შესაბამისად, ჯერ არ არის ცნობილი გამოვა თუ არა სიტყვით სალომე ზურაბიშვილი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. 

 

მსგავსი სიახლეები