სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს მელორ წიფურია უჩივის
სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს მელორ წიფურია უჩივის. ქართულ-ამერიკული საზოგადოების პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ პოლიტიკოსმა მისი პატივი და ღირსება შელახა.
თავად ნათელაშვილი კი ამბობს, რომ ეს ბრალდება გამოგონილია, წიფურიას კი ივანიშვილის ლობისტად აცხადებს.
დღეს ჩვენ გვიჩივის ქართულ-ამერიკული საზოგადოების პრეზიდენტი ღირსება შელახვის გამო და მას ერთი წუთით არ უფიქრია, რომ ქართველი ერის ღირსების შემლახავი, ქართული სახელმწიფოს შემსყიდავი და პრივატიზატორი, მომატყუებელი, გადამგდები და ჩვენი ქვეყნის გამძარცვავი ბიძინა ივანიშვილი გადაარჩინა სანქცირებისგან იმ პერიოდში და მოუნახა ლობისტური ჯგუფეი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას და პოლიუტიკურ ბრძოლას დავასრულებთ ბიძნა ივანიშვილის დასანქცირებით", - ამბობს შალვა ნათელაშვილი.