როგორც ჩანს, მიუნხენში ახალი პრემიერის აზრი არავის აინტერესებს - სამადაშვილი
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამდაშვილი ამბობს, რომ ის, რომ საქართველოს ახალი პრემიერი ირაკლიო კობახიძე მიუნხენის მსოფლიო მნიშვნელობის კონფერენციაზე არ იქნება წარმოდგენილი, ეს არის ნათელი გზავნილი, რომ მთავრობის დღევანდელი მეთაურის აზრი არავის აინტერესებს.
სამადაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლას მიუნხენში მიესალმება და ამბობს, რომ კარგია, რომ საქართველოს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ სრულიად თანხვედრაში ქართველი ხალხის განწყობასთან.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც მიიღება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენი რეგიონი არის ამ კრიტიკული გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, ის, რომ საქართველოს ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი არ არის მიწვეული, თუ მიწვეულია და არ მიდის, მაგრამ არ იქნება წარმოდგენილი ამ კონფერენციაზე, არის ნათელი გზავნილი, რომ როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის დღევანდელი მეთაურის აზრი არავის არ აინტერესებს. კარგია, რომ საქართველოს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, ვფიქრობ, რომ არის სრულიად თანხვედრაში ქართველი ხალხის განწყობასთან", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა. ამ კონფერენციის ვებ-გვერდზე ჯერ-ჯერობით არ არის გამოქვეყნებული, თუ ვინ იქნებიან ამ კონფერენციის მონაწილეები და სპიკერები, შესაბამისად, ჯერ არ არის ცნობილი გამოვა თუ არა სიტყვით სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, "პირველებს" უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ნებართვისთვის ახალი პრემიერისთვის არ მიუმართავს.
იგივე კითხვა დასვა "პირველებმა" მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა ოფიციალურ პასუხს ამ დრომდე ელოდება.
პრეზიდენტმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან მოწვევა ოფიციალურად მიიღო.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.