რატომ არ მიდის მიუნხენში კობახიძე - პრემიერი "პირველების" კითხვას არ პასუხობს
რატომ არ ესწრება მიუნხენში უსაფთხოების კონფერენციას ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი "პირველების" კითხვას არ პასუხობს. შეხვედრა, სადაც მსოფლიოს ყველა ლიდერი იქნება წარმოდგენილი, კობახიძე არ დაეწრება, თუმცა იქ უკვე ჩავიდა სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონფერენციაზე ისე გაემგზავრა, რომ მთავრობისთვის ნებართვა არც ამჯერად უთხოვია.
იგივე კითხვა დასვა "პირველებმა" მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა ოფიციალურ პასუხს ამ დრომდე ელოდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა. ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან მოწვევა ოფიციალურად მიიღო .ამ კონფერენციის ვებ-გვერდზე ჯერ-ჯერობით არ არის გამოქვეყნებული, თუ ვინ იქნებიან ამ კონფერენციის მონაწილეები და სპიკერები, შესაბამისად, ჯერ არ არის ცნობილი გამოვა თუ არა სიტყვით სალომე ზურაბიშვილი.
უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.