რატომ არ მიდის კობახიძე მიუნხენში - რას ამბობს მდინარაძე

13.02.24 15:37
რატომ არ მიდის კობახიძე მიუნხენში - რას ამბობს მდინარაძე

რატომ არ მიდის ირაკლი კობახიძე მიუნხენში მსოფლიო მნიშვნელობის კონფერენციაზე დასასწრებად - "ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ახალმა პრემიერმა განაცხადა, რომ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში იქნებოდა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის დასწრებას მაღალი დონის კონფერენციაზე, მდინარაძისთვის ამას არანაირ მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი რიგითი რადიკალი ოპოზიციონერია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი.

მიმდინარეობს ორი პარალელური კამპანია, სალომე ზურაბიშვილი ამ კამპანიაში იღებს მონაწილეობას. ის არის ამ კამპანიაში მთავარი როლის შემსრულებელი, რომელიც აგრეთვე გვევლინება როგორც ერთ-ერთი რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი, რომელსაც ჯერჯერობით ფორმალურად პრეზიდენტის მანტია აქვს მოსხმული.

ის მორიგ ჯერზე არღვევს კონსტიტუციას და რადიკალიზმს აღვივებს. პარალელურად მედიის კამპანია, რატომ არ მიდის პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ მისი პირველი ვიზიტი იქნებოდა ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში. ახლა კითხვა ისმება, რატომ არ მიდის პრემიერი მაშინ, როდესაც ძალიან კარგად ვიცით, რომ ასეთ კონფერენციებში, მათ შორის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ძალიან ბერი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იქ ისევე, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი", - ამბობს მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები