მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული

13.02.24 15:07
მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული

მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ივანიშვილი, პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. სავარაუდოდ, ამის გამო არ მიდის პრემიერი ირაკლი კობახიძე მაღალი დონის კონფერენიაზე. 

პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან შორს, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე", - ვკითხულობთ ანგარიშში.

შეხვედრა, სადაც მსოფლიოს ყველა ლიდერი იქნება წარმოდგენილი, კობახიძე არ დაეწრება, თუმცა იქ უკვე ჩავიდა სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონფერენციაზე ისე გაემგზავრა, რომ მთავრობისთვის ნებართვა არც ამჯერად უთხოვია.

იგივე კითხვა დასვა "პირველებმა"  მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა ოფიციალურ პასუხს ამ დრომდე ელოდება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა. ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან მოწვევა ოფიციალურად მიიღო .ამ კონფერენციის ვებ-გვერდზე ჯერ-ჯერობით არ არის გამოქვეყნებული, თუ ვინ იქნებიან ამ კონფერენციის მონაწილეები და სპიკერები, შესაბამისად, ჯერ არ არის ცნობილი გამოვა თუ არა სიტყვით სალომე ზურაბიშვილი.

უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. 

 

მსგავსი სიახლეები