ჩხარტიშვილს შორიდან ვიცნობ, მამაცაშვილი თვალით არ მინახავს - პირველი ინტერვიუ ვასილ ბაბლუანთან

13.02.24 15:19
 ჩხარტიშვილს შორიდან ვიცნობ, მამაცაშვილი თვალით არ მინახავს - პირველი ინტერვიუ ვასილ ბაბლუანთან

პირველი ინტერვიუ უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორთან,  რომელიც დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიუროში მრჩევლად მიავლინეს - ვასილ ბაბლუანი „პირველებთან" ამტკიცებს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყებასთან თანამშორმლობა აკავშირებდა, თუმცა ირწმუნება, რომ ახლა ამ პოზიციაზე აღარ მუშაობს. 

მეტიც, ვასილ ბაბლუანი "ტვ პირველის" კორესპოდენტთან, სატელეფონო კომუნიკაციისას აღნიშნავს, რომ ის ანტიკორუფციულ ბიუროს ერთჯერადად, საკუთარი კონტაქტებით დაეხმარა. 

ბიზნესმენი კატეგორიულად უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავთან რაიმე სახის კავშირი აქვს, არადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, ბაბლუანის კომპანიის მეწილე სწორედ უჩა მამაცაშვილის სიძის ძმაა.

ჩემი კონტაქტებით დავეხმარე სხვადასხვა მიმართულებით (ანტიკორუფციულ ბიუროს)  ესპანეთში ჩემი ძალიან დიდი გამოცდილებით და დიდი კონტაქტებით... ეს იყო კონკრეტული შეხვედრისთვის. იმის მერე ნახავდით, რომ მე არ გამიგრძელებია იქ მუშაობა და არც ინტერესი მქონია სახელმწიფო უწყებაში მუშაობის. თვალით არ მყავს უჩა მამაცაშვილი ნანახი, - ამბობს ვასილ ბაბლუანი სატელეფონო საუბარში. 

რაც შეხება ვანო ჩხარტიშვილს, ბაბლუანი ამბობს, რომ მას შორიდან იცნობს.

ვიცნობ, შორიდან გამარჯობა-გაგიმარჯოს, სხვა არაფერი შეხება არ მაქვს, - ამბობს ბაბლუანი

ეს უკანასკნელი  უაყოფს, ფაქტს, რომ მისი კომპანია ფოთოს ინდუსტრიულ ზონაშია გაფორმებული. 

TI- ის მკვლევარებმა კი გაარკვიეს, რომ ვასილ ბაბლუანის ორი კომპანია შპს ნოვა ჰიდრომაინინგ და სს ნოვა ჰოლდინგს კრიპტობიზნესშია ჩართული.

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, NOVA Hydromining მდებარეობს საქართველოს ორ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ): ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში[2] და გრძელვადიანი ხელშეკრულებით ფლობს 1500 მ2 მიწის ნაკვეთს მაინინგ-საქმიანობის განსახორციელებლად.

რამდენიმე საათის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გაავრცელე ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, მრჩევლად „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენი, ასევე მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის დონორი – ვასილ ბაბლუანი დანიშნა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, ბაბლუანი „საპარტნიორო ფონდის“ და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარიცაა.

ვასილ ბაბლუანმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჯამში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიღეს.

TI-ის ინფორმაცია სრულად ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები