"ოცნება" ვასილ ბაბლუანთან კავშირს უარყოფს - საპირისპიროს ამტკიცებს კვლევა
"ქართულმა ოცნებამ" ვასილ ბაბლუანთან კავშირი უარყო. ეს მაშინ, როცა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევით, ანტიკორუფციულ ბიუროში მრჩევლად მივლენილი პირი წლების განმავლობაში მმართელი პარტიის მსხვილი შემომწირველი იყო. არასამტავრობო ორგანიზაციის ცნობით, ბაბლუანი „საპარტნიორო ფონდის“ და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს “ ბენეფიციარიცაა.
მამუკა მდინარაძემ მედიასთან უარყო ფაქტიც, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა მრჩევლად სწორედ მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენი დანიშნა.
აბსულუტურად არარელევანტურია კითხვა, რა რჩევები უნდა მისცეს. მე რა ვიცი რა რჩევები უნდა მისცეს? ისიც კი არ ვიცი, არის თუ არა თქვენი მოყოლილი ამბავი მართალი, ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი ზუსტად ვიცი, რომ ტყუილია, იმიტომ, რომ ჩვენთან დაახლოებული არ არის, იმიტომ, რომ ერთხელაც კი არ მსმენია, ერთი ადამიანი სახელის და გვარის შესახებაც არ მსმენია. თქვენ ამბობთ, რომ ჩვენთან დაახლოებულია, ეს არის ტყუილი, - ამბობს მდინარაძე.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, მრჩევლად „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენი, ასევე მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის დონორი – ვასილ ბაბლუანი დანიშნა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, ბაბლუანი „საპარტნიორო ფონდის“ და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარიცაა.
ვასილ ბაბლუანმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჯამში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიღეს.