მიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს

13.02.24 16:43
მიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება - ინფორმაციას და ოფიციალურ წერილს "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

 ევროპის სახალხო პარტიის 2024 წლის კონგრესი 6-7 მარტს გაიმართება. 

„ბატონო პრეზიდენტო,

მოხარული ვართ, მოგიწვიოთ ევროპის სახალხო პარტიის 2024 წლის კონგრესზე, რომელიც გაიმართება ბუქარესტში, 6-7 მარტს.

2024 წლის კონგრესის, რომელსაც თანამასპინძლობას უწევს [რუმინეთის] ნაციონალური ლიბერალური პარტია, ძირითადი საკითხი იქნება მიმდინარე წლის ევროპული არჩევნებისთვის მომზადება. ევროკომისიის პრეზიდენტობის EPP-ის კანდიდატის წარდგენასა და EPP-ის საარჩევნო მანიფესტის მიღებასთან ერთად, რაც ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შეადგენს, კონგრესი ასევე იქნება მთელი ჩვენი პოლიტიკური ოჯახის შეკრების, რეზოლუციებისა და წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და საარჩევნო კამპანიის ცენტრალური თემების განხილვის
შესაძლებლობა. გთხოვთ იხილოთ თანდართული პროგრამა.

საუკეთესო სურვილებით,

მანფრედ ვებერი
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი" - ნათქვამია წერილში.

 

მსგავსი სიახლეები