დამალული განკარგულებების სკანდალი - გახარიას გუნდის თავდასხმა "ტვ პირველზე"

13.02.24 17:05
დამალული განკარგულებების სკანდალი - გახარიას გუნდის თავდასხმა "ტვ პირველზე"

გახარიას პარტიის თავდასხმა "ტვ პირველზე" - დღეს ექს-პრემიერის გუნდმა არხი ირაკლი კობახიძის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ნათია მეზვრიშვილი ამტკიცებს, რომ "ტვ პირველი კორუმპირებულ მოქმედ პრემიერს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში ეხმარება".

წყობიდან გახარიას პარტია საქართველოს მთავრობის დამალული დადგენილებების საკითხის გაშუქების გამო გამოვიდა. "ტვ პირველმა" მაყურებელს უთხრა, რომ დაგენილებებს არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი მალავდ, არამედ ეს პროცესი სწორედ გახარიას პრემიერობის დროს დაიწყო. 

მთავრობის სხდომიდან მთავრობამ და მისმა კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა დაიწყო ტყუილების და სიყალბის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანი ირაკლი კობახიძის კორუფციული ტვირთისგან გათავისუფლება და კორუფციის წინააღმდეგ „ოცნების“ ყალბი დღის წესრიგის შექმნაა. სამწუხაროდ, სახელისუფლებო პროპაგანდა ნებით თუ უნებლიედ, აქტიურად გააგრძელა ტვ პირველმა, რომლის მფლობელებიც როგორც ჩანს, იმდენად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული, რომ მზად არიან ტყუილები გაავრცელონ და ამით ოცნებას კორუმპირებული მოქმედი პრემიერის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში მიეხმარონ. 
ოცნებას და ყველა მის დამხმარეს მინდა ვუთხრა, ვერ გაგვაჩერებთ, გაასაჯაროეთ მთავრობის ყველა განკარგულება 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე. კორუფციის სიმბოლო ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც ნული განკარგულება აქვს გამოქვეყნებული, რატომ დახუჭეთ თვალი მთავრობის იმ 750 განკარგულებაზე, რაც ჩვენი მმართველობის დროს, მათ შორის კოვიდის მართვის უმძიმეს პერიოდში გამოქვეყნდა. ფაქტია, ეს იყო სიცრუის, ცილისწამების და დისკრედიტაციის კამპანია, რაც ხელისუფლებამ დაიწყო და ტვ პირველმა გააგრძელა,“ - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

 

ბრიფინგზე "ტვ პირველის" დადანაშაულების შემდეგ, ნათია მეზვრიშვილმა არხთან დამატებითი კომენტარი გააკეთა. რატომ აღარ ქვეყნდებოდა განკარგულებები 2020 წლის სექტემბრიდან? - მეზვრიშვილი განმარტავს, რომ ეს პერიოდი პანდემიას დაემთხვა, ასევე ამ დროს საიტზე მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია და ამ პირობებში მაინც ხერხდებოდა განკარგულებების ნაწილის ატვირთვა.

მისგან არაფერი მიკვირს, სიმართლე გითხრათ, მაგრამ ძალიან მიკვირს, რომ ამაზე თვალი დახუჭა თქვენმა ტელევიზიამ. 750 განკარგულებაა გამოქვეყნებული ჩვენი მმართველობის დროს და ნული განკარგულება ღარიბაშვილის მმართველობის დროს. 

შეწყდა განკარგულებების გამოქვეყნება, მე ასე ვერ ვიტყოდი, განკარგულებების რაღაც ნაწილი, ერთეული შემთხვევები შეიძლება არის, რომ არ იყოს გამოქვეყნებული, ეს არ დაგვიმალავს და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.

წარმოუდგენელია, ბუნებაში არ არსებობს ასეთი ფაქტი, რომ ჩვენ შეგვეწყვიტა განკარგულებების გამოქვეყნება და მათ შორის, კოვიდის უმძიმეს პერიოდში, როცა ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვმუშაობდით და კოვიდთან დაკავშირებით ყველა დადგენილებას ვაქვეყნებდით და ვიყავით, რაც შეწყვიტა შემდგომ ოცნებამ, ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე მთავრობა ამ მიმართულებით და მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიო მასშტაბით,“ - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მსგავსი სიახლეები