"პრორუსი ოლიგარქი ივანიშვილი პასუხისმგებელია საქართველოს ევროკავშირისგან გადახრაზე" - რა წერია მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში

13.02.24 17:21
"პრორუსი ოლიგარქი ივანიშვილი პასუხისმგებელია საქართველოს ევროკავშირისგან გადახრაზე" - რა წერია მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში

"პრორუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომლიც ქვეყნის უკუსვლაზე გავლენას ახდენს" - ასე არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში.

დოკუმენტში, რომელიც კონფერენციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების მცდელობაზეც.

რუსეთს არ გამოსდის საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მის ბანაკში მოქცევა, თუმცა ცდილობს გააფუჭოს მათი ევროინტეგრაციის პროცესი. პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან გადახრაზე ქართველთა უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. ევროკავშირმა გაუხსნა მოლაპარაკებები უკრაინას და მოლდოვას და მიანიჭა სტატუსი საქართველოს მიუხედავად მნიშვნელოვანი შეშფოთებებისა დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ ქვეყანაში. რუსეთი იმუქრება აფხაზეთში სეპარატიზმის გაღვივებით და თესავს დესტაბილიზაციას სამხრეთ ოსეთში", - წერია ანგარიშში.

ახლა ჩნდება კითხვა? გახდა თუ არა ეს უმწვავესი ჩანაწერი დოკუმენტში მთავარი მიზეზი, რომ კონფერენციაში წელს პირველად საქართვლოს პრემიერი არ მონაწილეობს? "პირველების" ამ კითხვას კობახიძემ ჯერ პასუხი არ გასცა, შემდგ კი დამატებითი განმარტება მისმა ადმინისტრაციამ გააკეთა, სადაც განმარტავენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აპირებდა მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას, თუმცა სამთავრობო ცვლილების შემდეგ, ახალმა მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი პირველი შეხვედრა ევროპის პოლიტიკურ დედაქალში - ბრიუსელში გაიმართოს, რომელიც 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი. ამის შემდეგ ადმინისტრაცია ეკონტაქტა კონფერენციის ორგანიზატორებს და მათ აცნობა, რომ ამჯერად ქვეყანას წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, შესაბამისად ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ბდოკუმენტი და მასში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება არ ყოფილა მიზეზი, რის გამოც კობახიძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები