"ძალიან მძიმე გზავნილია" - ოპოზიცია მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებაზე

13.02.24 17:34
"ძალიან მძიმე გზავნილია" - ოპოზიცია მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებაზე

"ოცნების" წევრები აღარ უნდა აღშფოთდნენ, როდესაც მე ოლიგარქად მოვიხსენიებ ივანიშვილს - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მიუნხენის კონფერენციის ანგარიშს, სადაც ბიძნა ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული.

სამადაშვილი ეხმაურება კობახიძის არდასწრებასაც ამ მსოფლიო მნიშვნელობის კონფერენციაზე და ამბობს რომ თუ პრემიერი დაპატიჟეს და არ წავიდა, ეს საქართველოს ყველა მოქალაქეს აზიანებს.

როდესაც მსგავს დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი ხვდება, როგორც რუსი ოლიგარქი, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროპულ მომავალს, მე ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" წევრები აღარ უნდა აღშფოთდნენ, როდესაც მაგალითად მე მოვიხსენიებ ივანიშვილს, როგორც ოლიგარქს. მე არ ვიცი, შეიძლება კობახიძე არ დაპატიჟეს, როგორც ოლიგარქის მიერ დანიშნული პრემიერი. თუ ის დაპატიჟეს და არ წავიდა პროტესტის ნიშნად, მაშინ ის უბრალოდ აზიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს", - ამბობს სამადაშვილი.

"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოძე კი მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება მძიმე გზავნილია. 

ძალიან მძიმე გზავნილია და არის ზოგადად ძალიან მძიმე შეფასება. ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლეპტოკრატია არის ძალიან ახლოს რუსული მმართველობის სტილთან და ის, რომ ის რუსული მმართველობის გაძლიერებით არის დაკავებული, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

"პრორუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომლიც ქვეყნის უკუსვლაზე გავლენას ახდენს" - ასე არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში.

დოკუმენტში, რომელიც კონფერენციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების მცდელობაზეც.

ახლა ჩნდება კითხვა? გახდა თუ არა ეს უმწვავესი ჩანაწერი დოკუმენტში მთავარი მიზეზი, რომ კონფერენციაში წელს პირველად საქართვლოს პრემიერი არ მონაწილეობს? "პირველების" ამ კითხვას კობახიძემ ჯერ პასუხი არ გასცა, შემდგ კი დამატებითი განმარტება მისმა ადმინისტრაციამ გააკეთა, სადაც განმარტავენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აპირებდა მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას, თუმცა სამთავრობო ცვლილების შემდეგ, ახალმა მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი პირველი შეხვედრა ევროპის პოლიტიკურ დედაქალში - ბრიუსელში გაიმართოს, რომელიც 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი. ამის შემდეგ ადმინისტრაცია ეკონტაქტა კონფერენციის ორგანიზატორებს და მათ აცნობა, რომ ამჯერად ქვეყანას წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, შესაბამისად ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ბდოკუმენტი და მასში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება არ ყოფილა მიზეზი, რის გამოც კობახიძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები