ზუსტად გახარიას დროს, სექტემბერში დაიწყო განკარგულებების ატვირთვის შეწყვეტა - ნინო ზურიაშვილი
"სექტემბრის მერე აღარ იდებოდა პრემიერ-მინისტრის განკარგულებები და ჩვენთვის ეს იყო ინფორმაციის ძალიან სერიოზული შეზღუდვა," - ამ განცხადებას "ტვ პირველთან" სტუდია მონიტორის რედაქტორი ნინო ზურიაშვილი აკეთებს.
როგორც ზურიაშვილი ამბობს, სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის ბოლო თვეებში განკარგულებების გამოქვეყნება შეწყდა, რაც გამომძიებელ ჟურნალისტებს მუშაობას აფერხებდა.
მთავრობის გადაწყვეტილებების მონიტორინგი არის ერთ-ერთი უმთავრესი ჩვენი მოვალეობა და ზუსტად გიორგი გახარიას დროს სექტემბერში დაიწყო ამ განკარგულებების ატვირთვის შეწყვეტა. კი, გახარიას დროს ნამდვილად იტვირთებოდა დასაწყის პერიოდში, სექტემბრის შემდეგ კიდევ 5 თვე იყო ამის მერე გახარია პრემიერ-მინისტრი, აღარ იდებოდა პრემიერ-მინისტრის განკარგულებები და ჩვენთვის ეს იყო ინფორმაციის ძალიან სერიოზული შეზღუდვა,“ - ამბობს ნინო ზურიაშვილი.