მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება განახლდა - კობახიძემ პირველი დოკუმენტი ატვირთა

13.02.24 17:31
მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება განახლდა - კობახიძემ პირველი დოკუმენტი ატვირთა

მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე განახლდა. საიტზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პირველი განკარგულება გამოქვეყნდა.

განკარგულება ეხება „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)" №2 ცვლილების შეთანხმების" ხელმოწერის თაობაზე.

ამ დროის მონაცემებით, ვებ-გვერდზე 2024 წლის 12 თებერვლის მთავრობის განკარგულებამდე სამი წლის მასალა არ დევს, იძებნება მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულება N1896, რომელიც გამოქვეყნებულია 2020 წლის 26 სექტემბერს. ამის შემდეგ არცერთი განკარგულება ვებ-გვერდზე არ იძებნება. 

განკარგულებების ატვირთვის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე გაახმოვანა. თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გამოქვეყნდება მხოლოდ მისი პრემიერობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები. შეეხება თუ არა ცვლილება წინა პრემიერების მიერ გაცემული განკარგულებების გამოქვეყნებას, ჯერჯერობით, უცნობია. 

მსგავსი სიახლეები