რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, პროგრესი ვერ იქნებოდა - კახიანი
რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანას პროგრესი ვერ ექნებოდა - "ოცნების" დეპუტატი გიორგი კახიანი ამბობს, რომ "ოცნების" დამფუძნებელს წვლილი მიუძღვის მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისითაც.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მიუნხენის კონფერენციაში არმონაწილეობას, კახიანი ამბობს, რომ პრემიერის პირველი ვიზიტი ბრიუსელში გაიმართება.
დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა და როდესაც შესაბამისი ევროპული სტრუქტურები შესაბამის დასკვნებს აკეთებენ, ეს ჩანს. ამაში, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, ვერც 2012 წლის ცვლილებები განხორციელდებოდა და შესაბამისად, ვერ ის პროგრესი ექნებოდა ქვეყანას, რაც მას შემდგომ არის. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მისი პირველი ვიზიტი იქნებოდა ბრიუსელში, რაც სავსებით ლოგიკურია", - ამბობს გიორგი კახიანი.
"პრორუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომლიც ქვეყნის უკუსვლაზე გავლენას ახდენს" - ასე არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში.
დოკუმენტში, რომელიც კონფერენციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების მცდელობაზეც.
ახლა ჩნდება კითხვა? გახდა თუ არა ეს უმწვავესი ჩანაწერი დოკუმენტში მთავარი მიზეზი, რომ კონფერენციაში წელს პირველად საქართვლოს პრემიერი არ მონაწილეობს? "პირველების" ამ კითხვას კობახიძემ ჯერ პასუხი არ გასცა, შემდგ კი დამატებითი განმარტება მისმა ადმინისტრაციამ გააკეთა, სადაც განმარტავენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აპირებდა მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას, თუმცა სამთავრობო ცვლილების შემდეგ, ახალმა მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი პირველი შეხვედრა ევროპის პოლიტიკურ დედაქალში - ბრიუსელში გაიმართოს, რომელიც 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი. ამის შემდეგ ადმინისტრაცია ეკონტაქტა კონფერენციის ორგანიზატორებს და მათ აცნობა, რომ ამჯერად ქვეყანას წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, შესაბამისად ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ბდოკუმენტი და მასში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება არ ყოფილა მიზეზი, რის გამოც კობახიძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო.