რატომ გაათავისუფლეს ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული მერიის მაღალჩინოსანი? - რას ამბობს ოჯახი და ადვოკატი
13 წლის მარიტას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მერიის მაღალჩინოსანი თავისუფალია - გიორგი ვახტანგაშვილმა სააპელაციო სასამართლო შენობა უკვე დატოვა. ის უკანა გასასვლელით გავიდა და მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სასამართლოში იმყოფებოდა ვახტანგაშვილის მამა, რომელიც "ტვ პირველთან" ამბობს, რომ შინა პატიმრობა კანონით იყო განსაზღვრული.
კანონით ეკუთვნოდა შინა პატიმრობა და მიიღეს ეგ გადაწყვეტილება, დანარჩენი არაფერი არ ვიცი. არ დუმდა, სასამართლოზე ყველა კითხვას პასუხს სცემდა,“ - ამბობს ვახტანგაშვილის მამა.
მისი უფლებადამცველი უწყვეტ ბრძოლას აანონსებს და იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად გამართლდება.
გამომდინარე იქიდან, რომ სახეზე იყო ნაკლებად მძიმე დანაშაული, გაუფრთხილებელი დანაშაული, კომისიამ, ადგილობრივმა საბჭომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ყველა კრიტერიუმი, რათა გიორგი ვახტანგაშვილის მიმართ გამოყენებული სასჯელი შეცვლილიყო შინა პატიმრობით“, - ამბობს ადვოკატი.